ზოგადი ინფორმაცია
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი პოლიტიკის მეცნიერებაში
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კურსები - 66 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 28 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა - 2 ECTS კრედიტი
სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები - 24 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზნები
სამაგისტრო პროგრამის, როგორც მოდერნიზაციისა და ევოპეიზაციის პროექტის, მიზანია ევროკავშირის უმაღლესი განათლების სტანდარტების მხარდაჭერა და გაძლიერება, კარგი პრაქტიკების რეგულარული აკადემიური გაცვლების ინტენსიფიკაცია და მდგრადი ქსელის დამყარება ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში პარტნიორებს შორის. პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს პოლიტიკური მეცნიერების თეორიების, პოლიტიკური კონცეფციების, აქტორების, ინსტიტუტების, პროცესების, ნორმებისა და პოლიტიკის ძირითადი სფეროების შესახებ ყოვლისმომცველი ცოდნა, რათა მან შეძლოს პოლიტიკის მეცნიერებაში მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტების მქონე კვლევის გაგება, შეფასება და სხვა დისციპლინებთან მიმართებით მისი გამოყენება; შეძლოს თეორიების გამოყენებით სოციალური და პოლიტიკური პრობლემების გაანალიზება. ჰქონდეს უნარი, წარმართოს დებატები, შეადროს ერთმანეთს საკუთარი და სხვების ხედვები, პოზიციები და საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მათი მოდიფიცირება; შეძლოს კრიტიკულად და ყოვლისმომცველად გამოიყენოს ემპირიულ - ანალიტიკური პოლიტიკური კვლევის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები, დაგეგმოს და წარმართოს კვლევა დამოუკიდებლად.
წინაპირობები
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
განაცხადის მიღება 2025 წლისთვის შესაძლებელია 15 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, განაცხადის პლატფორმაზე: https://www.posig.uet.edu.al.
Erasmus+ KA 107-ის საფუძველზე, 2025/26 სასწავლო წელს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო გრანტები ერთიან სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერებაში (PoSIG). სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება პარტნიორ უნივერსიტეტებში.
სწავლის საფასური უცხოეთის მოქალაქეებისთვის 1 500 ევროს ექვივალენტი ლარში (სემესტრულად)
სწავლის შედეგები
1.1 პოლიტიკური მეცნიერების თეორიების, პოლიტიკური კონცეფციების, აქტორების, ინსტიტუტების, პროცესების, ნორმებისა და ცენტრალური პოლიტიკის სფეროების ყოვლისმომცველი ცოდნა;
1.2 მაღალი მეთოდოლოგიური სტანდარტების პოლიტიკური კვლევის გაგების, შეფასების და სხვა მოდულების მიმართ გამოყენების უნარი;
1.3 სოციალური მეცნიერების კონცეფციებსა და თეორიებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სოციალური პრობლემების ანალიზის უნარი;
2.1 ემპირიულ-ანალიტიკური პოლიტიკის კვლევის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გააზრებულად და კრიტიკულად გამოყენების უნარი და ცოდნა, სტატისტიკური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების, დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
2.2. თანამშრომლობის (ინტერდისციპლინურად და/ან ჯგუფურად), კვლევის ერთობლივად ჩატარების უნარი;
2.3 აუდიტორიის წინაშე კომპლექსური კვლევისა და კვლევის შედეგების დამაჯერებლად წარდგენის უნარი;
3.1 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო ლიტერატურის გაგების, მისი კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი მომიჯნავე დისციპლინების (როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა, სოციოლოგია, ისტორია) შეხედულებებზე დაყრდნობით;
3.2 მეცნიერული კვლევის შედეგების პრეზენტაციის შეფასების, შედარების და თვითრეფლექსიური უკუკავშირის გაცემის უნარი;
3.3 დებატების, საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციების სხვებთან შედარებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი შეცვლის უნარი;
4.1 პოლიტიკური და სოციალური პრობლემების გააზრების, პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავების, პოლიტიკის რეფორმის შემუშავებისა და საჯარო დებატებში მათი წარმოდგენის უნარი;
4.2 მეცნიერებისა და პოლიტიკური პრაქტიკის დაკავშირების უნარი;
4.3 მეცნიერული შეხედულებების საფუძველზე, პოლიტიკაში ეფექტურად ჩართვის უნარი;
4.4 აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ეთიკის სტანდარტების ფარგლებში მუშაობის უნარი;
დასაქმება
ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საჯარო ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ინტერესთა ჯგუფებსა და პროფკავშირებში, ბიზნეს სექტორში, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
საერთაშორისო ორგანიზაციებში, უცხოურ სამსახურებში (დიპლომატის კარიერა), ევროკავშირის ინსტიტუტებში და საერთაშორისო მომგებიან და არაკომერციულ ორგანიზაციებში, განვითარების სააგენტოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში;
სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების სფეროში (ფონდები, აკადემიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, Think Thanks და ა.შ.);
აკადემიური კარიერა (დოქტორანტურა სწავლება და კვლევა უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში);
საერთაშორისო თანამშრომლობა
სტუდენტს შეუძლია PoSIG პარტნიორთა ქსელიდან აირჩიოს ნებისმიერი უნივერსიტეტი. სტუდენტმა უნდა ისწავლოს მინიმუმ ორ პარტნიორ უნივერსიტეტში. ერთობლივ ხარისხს გასცემს ყველა ის უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტი ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში სწავლობდა.
პარტნიორი უნივერსიტეტები:
ზალცბურგის პარიზ-ლოდრონის უნივერსიტეტი
ტრიესტეს უნივერსიტეტი (UNITS)
წმ. კირილე და მეთოდეს უნივერსიტეტი სკოპიეში (UKIM)
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
ტირანას ევროპული უნივერსიტეტი (UET)
სარაევოს უნივერსიტეტი (UNSA)
სარაევოს მეცნიერებათა ტექნოლოგიის სკოლა (SSST)
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU)
ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (EIU)